ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაკავება არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა – კოალიცია “ცვლილებისთვის”

კოალიცია “ცვლილებისთვის” გმობს პოლიტიკური ლიდერების დაკავებას და ლევან ხაბეიშვილს და მურთაზ ზოდ3ელავას სოლიდარობას უცხადებს.

საგანგებო ბრიფინგზე, კოალიციის სახელით განცხადება ელენე ხოშტარიამ გააკეთა და თქვა, რომ ახლა ხალხს უფრო მეტი მიზეზი აქვს ქუჩაში გამოსვლის და ახლა უფრო მეტად არის მნიშვნელოვანი ერთიანი და პრინციპული ბრძოლა.

ვგმობთ ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაკავებას და მათ სოლიდარობას ვუცხადებთ. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა. ცხადია, რომ “ოცნება” ცუდ მდგომარეობაშია, ისინი დასდევენ მათ ყოფილ თანაგუნდელებს, ისინი დასდევენ ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც იბრძვის და რა მთავარია, მათ ეშინიათ ბევრი ხალხის ქუჩაში. ამიტომ სწორედ ერთიანი პრინციპული პროტესტით უნდა ვიაროთ წინ. 4-ში, 13-ში, 27-ში ყველანი უნდა ვიყოთ გარეთ, სანამ არ დავასრულებთ ამ რუსულ რეჟიმს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას.

სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.

ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას

საია – ვახო სანაიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს