ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელენე ხოშტარია ხაბეიშვილისა და ზოდელავას დაკავებაზე - ეს არის პოლიტიკური დევნა, „ქართული ოცნება“ ცუდ მდგომარეობაშია და ეშინია ქუჩაში ბევრი ხალხის - 13 სექტემბერს, 27 სექტემბერს, 4 ოქტომბერს, ყველანი გარეთ უნდა ვიყოთ, სანამ რუსულ რეჟიმს არ დავასრულებთ

ელენე ხოშტარია ხაბეიშვილისა და ზოდელავას დაკავებაზე - ეს არის პოლიტიკური დევნა, „ქართული ოცნება“ ცუდ მდგომარეობაშია და ეშინია ქუჩაში ბევრი ხალხის - 13 სექტემბერს, 27 სექტემბერს, 4 ოქტომბერს, ყველანი გარეთ უნდა ვიყოთ, სანამ რუსულ რეჟიმს არ დავასრულებთ

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დაკავება პოლიტიკურ დევნად შეაფასა და საზოგადოებას საერთო პროტესტისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, ხაბეიშვილისა და ზოდელავას დაკავება არის პოლიტიკური რეპრესიების მორიგი ტალღა, რაც „ქართული ოცნების“ მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს. ხოშტარიამ ოპოზიციის მხარდამჭერებს მოუწოდა, 13 სექტემბერს, 27 სექტემბერსა და 4 ოქტომბერს მასობრივი აქციებით გააგრძელონ პროტესტი.
„კოალიციის სახელით გვინდა გავაკეთოთ განცხადება პოლიტიკური რეპრესიების მორიგი სამარცხვინო ტალღის შესახებ. კერძოდ, დავგმოთ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის და ასევე მურთაზ ზოდელავას დაკავების ფაქტი. სრული სოლიდარობა დაკავებულებს. ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ჩვეული გახდა. ამასთანავე უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს ეს და რა დიაგნოზის მანიშნებელია „ქართული ოცნებისთვის“. ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ ცუდ მდგომარეობაშია. ისინი დასდევენ ყოფილ გუნდის წევრებს, ნებისმიერ პოლიტიკური გუნდის წევრებს, რომლებიც იბრძვიან და რაც მთავარია, მათ ეშინიათ ქუჩაში ბევრი ხალხის, პროტესტის. ამიტომ, სწორედ ამ გზით - საერთო პროტესტით უნდა ვიაროთ წინ. 13 სექტემბერს, 27 სექტემბერს, 4 ოქტომბერს, ყველანი გარეთ უნდა ვიყოთ, სანამ არ დავასრულებთ ამ რუსულ რეჟიმს",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.