ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრებიც უერთდებიან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ს გადადგომის შესახებ მოთხოვნას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც უერთდებიან. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე, გიორგი კილაძე საუბრობს. ამბობს, რომ ეს მოთხოვნა საკრებულოს 7 დეპუტატს აქვს:
10 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ახალი მენეჯმენტი. მათი მთავარი დაპირება ს პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ არ შესრულებულა. ქმედებასაც და მცდელობასაც ვერ ვხედავთ ამისას ჩვენ, რომ მომხდარიყო მასიური გამოსვლები, აქციები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პარტიაში არის შექმნილი მძიმე სიტუაცია. ახალი მენეჯმენტი ცდილობს რაც შეიძლება გაარიდოს ის ადამიანები პარტიას, რომლებიც განსხვავებული აზრის არიან ახალ მენეჯმენტთან. დღეს გვაქვს მოცემულობა ასეთი – “ნაციონალური მოძრაობა” მისი ახალი მენეჯმენტით უნდა გადადგეს, რათა ამ პარტიას მიეცეს განვითარების და 2024 წელს ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება… ქუთაისის საკრებულოს 7 დეპუტატი უერთება ამ მოთხოვნას, – ამბობს კილაძე.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს დღეს გადადგომისკენ მოუწოდეს მ, ასევე, სხვადახვა რეგიონებში, საკრებულოების ფრაქციის წევრებმა. მათ საპასუხოდ კი პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ “ენმ-ში თავმჯდომარის არჩევნები 2025 წლამდე არ ჩატარდება”.