ლევან ფერაძე: ნებისმიერი სცენარით პუტინი უკვე გვამია, მაგრამ ჯერ თვითონ ამას ვერ ხვდება

ქირურგი ლევან ფერაძე: 

პუტინმა დაიწყო საყოველთაო მობილიზაციის მზადება. მასიურად იძახებენ ადამიანებს კომისარიატებში და ხელს აწერინებენ გარკვეულ ვალდებულებებზე. ხელმოწერის შემდეგ ამ ადამიანებს ეკრძალებათ რუსეთის საზღვრების დატოვება. განსხვავებით წინა წლებიდან მობილიზაციის ეს ეტაპი მოსკოვსა და პეტერბურგსაც შეეხო. ექსპერტების აზრით იგეგმება დაახლოებით 700 000 ადამიანის გაწვევა. რეალურად ეს ნაკლებად შესრულებად ამოცანად ჩანს, მაგრამ ერთი წუთითაც რომ დავუშვათ მისი განხორციელება, შესაძლოა შედეგი უფრო კატასტროფული აღმოჩნდეს პუტინის რეჟიმისთვის.

თავითავად გახსენდება პირველი მსოფლიო ომის ანალოგია. როცა ჯარიკაცებს აღარ უნდოდათ ბრძოლა, ოფიცრები კი იძულებისას კეფაში ტყვიას იღებდნენ. შედეგი – მასობრივი დეზერტირობა, რუსეთის იმპერიის დაშლა. არც ის სცენარია გამორიცხული რომ ძალით გარეკილი რუსები ნებაყოფლობით გადავიდნენ უკრაინის მხარეს და შემდეგ ერთიანი მარშით დაიძვრნენ მოსკოვისკენ. ისტორიას თავისი, ზოგჯერ სახალისო რეპრიზები აქვს, დიალექტიკას კი თავისი სანდო ალგორითმი. ნებისმიერი სცენარით პუტინი უკვე გვამია, მაგრამ ჯერ თვითონ ამას ვერ ხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ