ლევან ტიელიძე: ჩვენი უახლესი და ძალიან მაგარი კვლევა აღმოსავლეთ ანტარქტიდიდან… წინ კიდევ უფრო მაგარი კვლევებია

გლაციოლოგი, გეოგრაფი, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან ტიელიძე:
ჩვენი უახლესი და ძალიან მაგარი კვლევა აღმოსავლეთ ანტარქტიდიდან რომელიც ჩავატარეთ ლუმინესცენციური დათარიღებით წარსული ოკეანის დონეების აღსადგენად. ნაშრომი ეფუძნება ჩემი პირველი ანტარტიკული ექპედიციის დროს მოპოვებულ საველე მასალებს და წარმოადგენს ჩემს თანაავტორობით მომზადებულ პირველ სამეცნიერო პუბლიკაციას უშუალოდ კონტინენტური ანტარქტიდიდან 🇦🇶
📍 სურათზე გიჩვენებთ მსოფლიო ოკეანეების დინებების რუკას, რომლის ცენტრშიც ანტარქტიდაა. მინდა, ამ კონტინენტს ყველამ განსხვავებული თვალით შეხედოთ, არა მხოლოდ როგორც დედამიწის უკიდურეს სამხრეთში მდებარე, იზოლირებულ კონტინენტს, არამედ როგორც გლობალური ოკეანური სისტემის ცენტრალურ და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.
🌎ანტარქტიდის გარშემო არსებული სამხრეთის ოკეანე აკავშირებს ატლანტის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეების აუზებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ოკეანურ ცირკულაციაში. სწორედ აქ ხდება ღრმა და ზედაპირული წყლის მასების ინტენსიური ურთიერთქმედება, რაც გავლენას ახდენს ოკეანური სითბოს, ნახშირორჟანგისა და სხვა ნივთიერებების გლობალურ გადანაწილებაზე.
🌊ანტარქტიდის გარშემო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრავი ანტარქტიდის ცირკუმპოლარული დინება დედამიწაზე ყველაზე ძლიერი და უწყვეტი ოკეანური დინებაა. მისი გავლენა სცდება სამხრეთის ოკეანის ფარგლებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური კლიმატური სისტემის ფუნქციონირებაში.
👉პუბლიკაცია დაიბეჭდა ჟურნალში Marine Geology და ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.sciencedirect.com/…/pii/S0025322726001763
🧐წინ კიდევ უფრო მაგარი კვლევებია.