ლევან ტიელიძე ნეპალ-ტიბეტის კატასტროფის შესახებ: საქართველოში ბოლო ინვენტარიზაციის მონაცემებით 800-ზე მეტი მყინვარია. მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია (ვიდეოები)

დღეს ნეპალ-ტიბეტის საზღვრის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული სტიქიური მოვლენა, წინასწარი შეფასებით, გლაციალური ღვარცოფის ტიპის უეცარი წყალმოვარდნა იყო. თითქმის დადასტურებულია, რომ იგი მყინვარის ჩამონგრევამ ან კლდოვან-ყინულოვანი მასის ზვავმა გამოიწვია, რასაც, სავარაუდოდ, წინ უძღოდა მიწისძვრის მიერ გამოწვეული ბიძგი. ამას ემატებოდა ბოლო დღეებში ნეპალსა და სამხრეთ ტიბეტში მოსული უხვი ნალექიც. ამ დროისთვის დაკარგულად დაახლოებით 400 ადამიანი ითვლება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სამეცნიერო დარგების გაძლიერებაც, რომლებიც ბუნებრივი საფრთხეების შესწავლასა და პროგნოზირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს: გეომორფოლოგიის, ფიზიკური გეოგრაფიის, გეოლოგიის, გლაციოლოგიის, ჰიდროლოგიის, გეოფიზიკის, კლიმატოლოგიისა და სხვა მიმართულებების გაძლიერებული სწავლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.