ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ბეჟაშვილი - მთავარი წინააღმდეგობა „მეგობარი აქტსა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის ივანიშვილი და რუსული ოცნებაა, რომელიც არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ

მთავარი წინააღმდეგობა „მეგობარი აქტსა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის ივანიშვილი და რუსული ოცნებაა, რომელიც არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა „მეგობარი აქტის“ მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ერთიანობის აქტში“ მოცემული გარანტიები საქართველოსთვის არის ის, რასაც ქვეყანა უახლოესი ისტორიის განმავლობაში ესწრაფოდა.
„მეგობრობის აქტში“ საუბარია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, უვიზო მიმოსვლაზე, ეკონომიკურ დახმარებაზე. რეალურად, ეს არის ის აქტი, რომელიც საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. მთავარი წინააღმდეგობა კი „მეგობარი აქტსა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის ივანიშვილი და რუსული ოცნებაა, რომელიც არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.