“ტაბულა”-ს რედაქტორი ლევან სუთიძე:
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აფგან სადიგოვის დევნა. ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა.
რას ჰქვია, თქვენ აქედან რეჟიმის მეშვეობით ხალხს იპარავდეთ და რაღაცებს მაიმუნობდეთ, შემდეგ კი კაცს ციხეში სვამდეთ?
ჩვენი ეროვნული ღირსების საკითხია ეს. ჩვენთან იყო კაცი შეფარებული. წაიყვანეთ, ვითომ დაპირებით, რომ არ დაიჭერდით. ცოტა ხანს მოგვადუნეთ და დაიჭირეთ?
ვერ გავიგე აქ რამე ბაზარში ვართ?! ქართველები არ ვვაჭრობთ ადამიანებით. თქვენთან არ ვიცი როგორი წესია, მაგრამ ჩვენ შეფარებულ კაცს არ ვუბრუნებთ მდევნელებს.
ქართველი ხალხის ეროვნული ღირსებისა და თავმოყვარეობის შებღალვა არ შეიძლება. ივანიშვილი და მისი ლაქიები ქართველ ხალხში არ აგერიოთ.
გამოუშვით ეს კაცი და დაამთავრეთ ცირკი. კეთილმეზობლობა შესაძლებელია მხოლოდ ერთმანეთის ტრადიციათა პატივისცემით.
ეს ქართულ ტრადიციაზე გადავლაა.
ამას გწერთ აზერბაიჯანის მეგობარი, მაგრამ საკუთარი ქვეყნის შვილი. ეს წითელი ზღვრის მიღმაა.
დაასრულეთ ეს ცირკი! სიტყვა გაქვთ ნათქვამი!
შეურაცხმყოფელია უბრალოდ ამის გაკეთება ქართველებისთვის. ეს რა ფორმაა, ან რა სიტუაციაში გვაგდებთ? რომ კაცი აქ ჩვენ შევიფარეთ და თქვენ გაგიბანტოთ და გადმოგცეთ?!




