ლევან სუთიძე: ეპისკოპოსებს უკვე ჩამორთმეული აქვთ მობილურები და ბარემ დავწერ…

“ტაბულა”-ს მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე:
ეპისკოპოსებს უკვე ჩამორთმეული აქვთ მობილურები და ბარემ დავწერ:
რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის დიდ უპირატესობას წინა სინოდიდან მოყოლებული ფლობს მიტროპოლიტი შიო.
აქვს 39-დან 20 ხმა.
ანუ, ნახევარზე 1 ხმით მეტი.
ადამიანისთვის, ვინც თვლა იცის, ეს რიცხვი არ გამოიყურება ისე, რომ მოსაყდრის პატრიარქობა გახლდათ რამენაირად გარანტირებული.
ანუ, კამპანიის დაწყებიდან მიტროპოლიტმა შიომ შედეგი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.
აშკარაა, რომ მისი წარმატებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა მერყევი ეპისკოპოსებისა და მეუფე დანიელის რამდენიმე ხმა.
ეს იცის ყველამ, ვისაც ცალი თვალით მაინც შეუხედავს ეკლესიაში და ასევე იცის, რომ შიოს უკვე გამარჯვებულად აღქმის ჩამოყალიბებაში პირაქეთა საქართველოს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.
ანუ იმათ, ვისაც მოსაყდრე არ უნდოდა, მაგრამ არც აზროვნება შეეძლო.
სწორედ რომ საკითხში ჩაუხედავი ყველა კონსპიროლოგი უვიცის წვლილიც არის ამაში და ალბათ მოუღლელი და თავქარიანი სისულელით ნაჩუქარი ეს ლუკმა მოსაყდრის მხარდამჭერებისთვის ყველაზე გემრიელი გახლდათ.
მეორე წვლილი, რაც მის პოტენციურ გამარჯვენაში გექნებათ შეტანილი, არის მისი ამჟამინდელი ალტერნატივების ცხენზე გამობმა და თრევა.
ლუზერობის გარანტია გახლდათ ეს. ალტერნატივებში რომ არჩევანს არ აკეთებ და გგონია, რომ ამით არჩევანს არ აკეთებ, ექიმმა უნდა გამოგიწეროს ზრდასრულობა.
თავად ამ კანდიდატებს კი, თავის მხრივ, ძლიერი კანდიდატების ჩაჩეხვაში ექნებათ წვლილი.
რუსეთმა დაავალათ ისაია ჩახსენითო?
არა ბატონო, ამბიცია ჰქვია მაგას.
სხვათაშორის, ამ მერყევ ეპისკოპოსებში ზოგიერთი ოპოზიციის მხარდამჭერი გახლავთ.
თუ მოხდა ისე, რომ სამებიდან სხვა პატრიარქი გამოვიდა, ეს მოხდება ამის მიუხედავად და სასწაულის ძალით.
დანარჩენზე მე კომენტარი არ მაქვს.
არც იმაზე, კურაედოვის წერილით დანიშნული კაცი რომ ეგზარქოსი არ იყო და აი, “იმენა” ახლა რომ ნიშნავენ :დ
არც კი ვიცი რა ვთქვა: ქრისტეფორე მესამის შემდეგ მოსკოვის გარეშე კათედრაზე არ ასულა პატრიარქი და ახლა ერთი ხმით მოპოვებულ უპირატესობაში ყოფილა კრემლის ყოვლისშემძლე ხელი :დ
რუსეთის მხარდაჭერილი მაინც თქვით, როგორც მეუფე ზენონი ამბობს, რადგან დასმაში, მეგობრებო, თქვენი უდიდესი წვლილია და ეს პასუხიამგებლობა ატარეთ შემდეგი 40 წელი.
მე არანაირი კავშირი არ მსურს სიცოცხლესთან შეუთავსებელ სიბრიყვესთან