ლევან მგალობლიშვილი ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და­ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია, დევნილთა დასახლებაში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, დროებით იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.
“ჩემი მთავრობის თავმჯდომარეობის ფორმატში პირველად ვესტუმრე ფოთს და დელეგატთან, ბატონ გიორგი ხახუბიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შევხვდი. ძალიან თბილი მიღება იყო და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ. ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის ყოველდღიურად გვერდში დგომისთვის”, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ