აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
„აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებთან ჩვენი ვიზიტები გრძელდება. შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობას ვაცნობთ დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებით არსებულ პროგრამებს და სამომავლო გეგმებს, ასევე ვისმენთ მათ საჭიროებებს და ვახდენთ თითოეული პრობლემის იდენტიფიცირებას”, – განაცხადა ლაშა ქარდავამ.
შეხვედრის მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია