ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება მკვეთრად მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც რუსეთმა ანალოგიური უკრაინის მიმართ განახორციელა

სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება მკვეთრად მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც რუსეთმა ანალოგიური უკრაინის მიმართ განახორციელა, – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, აგენტურული ოპოზიციის და მათთან აფილირებული NGO-ების შემთხვევაში აქ ცალსახად დაკვეთას აქვს ადგილი, ხოლო კულტურის წარმომადგენლების შემთხვევაში ეს ზოგ შემთხვევაში დაკვეთაა, ზოგ შემთხვევაში კი ტრენდზე აყოლა.
„სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება მკვეთრად მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც რუსეთმა ანალოგიური უკრაინის მიმართ განახორციელა. აგენტურული ოპოზიციის და მათთან აფილირებული NGO-ების შემთხვევაში აქ ცალსახად დაკვეთას აქვს ადგილი, ხოლო კულტურის წარმომადგენლების შემთხვევაში ეს ზოგ შემთხვევაში დაკვეთაა, ზოგ შემთხვევაში კი ტრენდზე აყოლა, თუმცა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ერთი არ არის ჯანსაღი.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას ანსამბლ „სუხიშვილების“ სასცენო მოღვაწეობის მიმართ. თავიანთი უზარმაზარი ღვაწლით ჩვენი კულტურის წინაშე ეს ანსამბლი თავისი შემოქმედებით ჩვენი იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა – ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!“, – წერს იგი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”