ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან მაჭავარიანი: რადიკალების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც აქციაში მონაწილე საზოგადოების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს, გაიდლაინებისა და ტრენინგების მიხედვით მოქმედებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა კანვასის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს, რომლებიც რევოლუციის მოწყობის სწავლებას, ცოცხალი ჯაჭვის ტაქტიკის კურსს ეხებოდა და აღნიშნა, რომ რადიკალების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც აქციაში მონაწილე საზოგადოების
უდიდეს ნაწილს წარმოადგენს, სწორედ აი ამ გაიდლაინებისა და ტრენინგების მიხედვით მოქმედებს.
„სამწუხაროდ, რადიკალების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც აქციაში მონაწილე საზოგადოების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს, მოქმედებენ სწორედ აი ამ გაიდლაინების და ტრენინგების მიხედვით. როდესაც რადიკალური პარტიების ოფისებში ჩატარდა და ამოღებულ იქნა სწორედ ის პიროტექნიკა, „მოლოტოვის კოქტეილების“ და სხვა ტიპის მასალა, რითაც ძალადობდნენ პოლიციაზე ეს რადიკალურად განწყობილი ჯგუფები, ეს ყველაფერი ამოღებულ იქნა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ყველაფრის უკან დგანან რადიკალური ოპოზიციური პარტიები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.