ლევან იოსელიანი – ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეფასებით, ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება.
სახალხო დამცველის აპარატმა კონფერენცია გამართა თემაზე – „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“, რომელიც 2022 წლის პერიოდს მოიცავს. ომბუდსმენი მოუწოდებს ყველა უწყებას, უფრო ეფექტური ზომები გაატარონ იმისთვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები შემცირდეს.
„ალბათ, გიჩნდებათ კითხვა, რატომ 2022 წლის? იმიტომ, რომ იმ საქმეების ანალიზი გავაკეთეთ, რომელთა განხილვაც სასამართლოში დასრულდა. ამას საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება – სასამართლოში უნდა დასრულდეს, შემდეგ ჩვენ გამოვითხოვოთ და ანგარიში მოვამზადოთ, თუმცა არც 2023 წელს იყო სახარბიელო მდგომარეობა. ჩემს ანგარიშში, რომელიც პარლამენტში წარვადგინე, ნათლად ჩანდა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენს ქვეყანაში გამოწვევად რჩება. თუ გადავხედავთ 2023 წლის სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ყოველ კვირაში ერთზე მეტ ქალს ან კლავდნენ, ან ძალადობდნენ, რაც არის სავალალო სტატისტიკა. სახალხო დამცველი და მისი აპარატი ყოველთვის ხაზს უსვამს ამ პრობლემას და მოუწოდებს ყველა უწყებას, უფრო ეფექტური ზომები გაატარონ იმისთვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები შემცირდეს და დადგეს ის დღე, როდესაც საქართველოში ასეთი ფაქტები აღარ მოხდება“, – განაცხადა იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან