ლევან იოსელიანი იუსტიციის მინისტრს პაატა სალიას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი იუსტიციის მინისტრს პაატა სალიას შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტების შედეგად გამოკვეთილ გამოწვევებზე ისაუბრა.
„ასევე, განიხილეს სისტემაში მიმდინარე რეფორმები და რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესი.
მხარეები ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები: თამარ გვარამაძე, ელენე ღუდუშაური და ირინა ჩიხლაძე; ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი, გიორგი დგებუაძე და ლაშა მაღრაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: ივანიშვილი ხელისუფლებაში სოფლის აყვავების დაპირებით მოვიდა, 14 წლის თავზე კი შედეგი არის კატასტროფული: ნათესი ფართობი შემცირდა 26%-ით, ბოსტნეულის 25%-ით, ციტრუსის 30%-ით, იმპორტზეა მთელი სასურსათო სექტორი

კახა ჯაფარიძე: ალექსანდრე ხაბეიშვილის (რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული) მცირეწლოვან შვილს, ევას, ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს და გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება თურქეთში