ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - მივესალმები ჩვენს ახალ მინისტრებს, პაატა სალიას, კახა გულედანსა და რევაზ სოხაძეს - თითოეულ თქვენგანს მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე

ირაკლი კობახიძე - მივესალმები ჩვენს ახალ მინისტრებს, პაატა სალიას, კახა გულედანსა და რევაზ სოხაძეს - თითოეულ თქვენგანს მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალ მინისტრებს - პაატა სალიას, კახა გულედანსა და რევაზ სოხაძეს მთავრობის სხდომაზე წარმატებები უსურვა.
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მთავრობის სხდომას დღეს პირველად დაესწრნენ.
„მივესალმები ჩვენს ახალ მინისტრებს - პაატა სალიას, კახა გულედანსა და რევაზ სოხაძეს, რომლებიც პირველად ესწრებიან მთავრობის სხდომას და თითოეულ თქვენგანს მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.