ლევან დავითაშვილი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ინვესტიციებთან კავშირი არ აქვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ინვესტიციებთან კავშირი არ აქვს.
ამ განცხადებით დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ უპასუხა კითხვას, გააძლიერა თუ არა აღნიშნულმა კანონმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი.
ამასთან, კითხვას, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ კანონმა პირიქით, გააუარესა საინვესტიციო გარემო, დავითაშვილი ასე პასუხობს: „ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენს გადაწყვეტილებებზე“.
„საქართველოს საინვესტიციო კლიმატი არის საკმაოდ მიმზიდველი. ამ კანონით შეიძლება არც გაძლიერდა და არც შესუსტდა [საინვესტიციო კლიმატი]. ეს კანონი სულ სხვა რამეს ეხება. ვფიქრობ, ინვესტიციებთან კავშირში საერთოდ არაა. ყველაფერი დროში გამოჩნდება. დროს ნუ დავკარგავთ. მოდი, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. დაველოდოთ შედეგებს და შემდეგ ვისაუბროთ“,- განაცხადა დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში

მამუკა გამყრელიძე: არც კობახიძის სიტყვები და არც ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ გახლავთ სიმართლე. ეს მხოლოდ მცდელობაა ორ სკამზე ჯდომის, მაგრამ ამასაც ხელოვნება და ნიჭი სჭირდება, რომელიც არ აქვთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი