აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე - არაფერი აქვს საერთო შეერთებულ შტატებთან
ის, რასაც საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, არის ქართველი ხალხის ნების გამოხატვა და მათი წინააღმდეგობა კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანონის მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში მიღებულ კანონს -„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არანაირი კავშირი არ აქვს შეერთებულ შტატებთან.
„ის, რასაც საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, არის ქართველი ხალხის ნების გამოხატვა და მათი წინააღმდეგობა კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანონის მიმართ, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. მას არანაირი საერთო არ აქვს შეერთებულ შტატებთან“, - აღნიშნა მილერმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.