ლევან გოგიჩაიშვილი – როგორც კი ივანიშვილი გაიწევა და იტყვის, „მე აღარაფერში ვერევი“, „ქართული ოცნება“ არსებობას 2 კვირაში დაასრულებს – ივანიშვილი რომ არა, არაფერი საერთო არ აქვთ კობახიძეს და კალაძეს, ერთმანეთს ვერ იტანენ, ჯოხებით დაერევიან

როგორც კი ოფიციალურად გაიწევა და ყველას ეტყვის, რომ „მე აღარაფერში ვერევი“, „ქართული ოცნება“, დაახლოებით, 2 კვირაში არსებობას დაასრულებს – ივანიშვილი რომ არა, არაფერი საერთო არ აქვთ ერთმანეთთან კობახიძეს და კალაძეს. ვერ იტანენ ერთმანეთს, პირდაპირ დაერევიან ერთმანეთს ჯოხებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მან ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს და განაცხადა, რომ ვერ ხვდება, რა რესურსი აქვს მის საჯაროდ შემოსვლას, რადგან ივანიშვილის ხიბლი იმაშია, რომ არ ჩანს.
„ბიძინა ივანიშვილის მთელი ხიბლი არის ის, რომ ის არ ლაპარაკობს და არ ჩანს. როგორც კი ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში შემოვა და მას მოუწევს კომენტარის კეთება, ინტერვიუს მიცემა, რაღაც პოზიციის დაფიქსირება, არ ვფიქრობ, რომ დღეს ეს დადებითად აისახება, იმიტომ, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილს სათქმელი არაფერი არ აქვს. ვერაფერს იტყვის და არც პასუხისმგებლობას აიღებს იმაზე, რაც კეთდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი სქემაა. როდესაც დრო მოვა და მას პასუხს მოსთხოვენ, იტყვის, რომ „მე არაფერ შუაში ვარ“. მე ვერ ვხვდები, რა რესურსი აქვს ასე საჯაროდ შემოსვლის, იმიტომ, რომ მისი ეფექტურობა და მისი ძალაუფლება დგას, როდესაც ის არის პროცესის მიღმა, როდესაც არ ლაპარაკობს, არის ლეგენდა.
ივანიშვილი რომ არა, არაფერი საერთო არ აქვს ერთმანეთთან კობახიძეს და კალაძეს. პირდაპირ დაერევიან ერთმანეთს ჯოხებით პირდაპირი მნიშვნელობით. ეს ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ. რომ არა ივანიშვილი მაგალითად, კონფლიქტი წარმოიშობა კალაძესა და ლილუაშვილს შორის, იმიტომ, რომ ლილუაშვილს გამზადებული აქვს საქმეები კალაძეზე. შემოდებული აქვს თაროზე ყველაფერი. რომ არა ივანიშვილი სასამართლო სისტემას და პროკურატურას შორის ურთიერთობები ჩამოიშლება. ივანიშვილი არის მთელი ამ მოზაიკის გამაერთიანებელი. მის გარეშე ყველაფერი ჩამოიშლება. შევარდნაძის გარეშე დაიშალა „მოქალაქეთა კავშირი“, ასლან აბაშიძის გარეშე დაიშალა „აღორძინება“. ერთ დღეში, არაფერი დარჩა იქიდან. ზუსტად ასევე, როგორც კი გაიწევა ოფიციალურად ივანიშვილი და ყველას ეტყვის, რომ „მე აღარაფერში ვერევი“, „ქართული ოცნება“ დაახლოებით, 2 კვირაში დაასრულებს არსებობას“, – განაცხადა გოგიჩაშვილმა.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად, აღარ არსებობს და ეს პარტია საშიში აღარ არის.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებში დაბრუნების შანსი ნულია, ამიტომ „ქართულ ოცნებას“ ხალხის ამ პარტიით შეშინება არ გამოუვა.
გოგიჩაიშვილი განმარტავს, რომ როდესაც მმართველ გუნდს ეს ფოკუსი არ გამოუვა, ეს დაეტყობა პირველ რიგში, გახარიას პარტიას და შემდეგ, დანარჩენ სხვას.
„მათი [„ქართული ოცნების“] მითი – „ბუა“ ჩამოიშალა.“ ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს. სააკაშვილის რეაბილიტაციის და დაბრუნების რესურსი აღარ არსებობს. ეს ყველაზე მაგარი რაღაც მოხდა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ის ადამიანებიც კი, ვინც 2021 წელს, სააკაშვილის გამო გააკეთა „ქართულ ოცნებაზე“ არჩევანი, მათთვისაც კი აღარ არსებობს სააკაშვილი. ყველაფერი ასე დაემთხვა. სააკაშვილის ტირილი ციხეში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, ბოლოს ს წამოსვლა, რომელიც ძალიან სერიოზულ დაღს დაასვამს. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის საშიში და ყველა იმ ადამიანს, ვინც აკეთებდა არჩევანს ოღონდ ესენი არ დაბრუნდნენ, ეს რისკი უკვე მოხსნილია,“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით, ს პოლიტიკურად განეიტრალება „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მიზანი არასდროს ყოფილა.
„ბიძინა ივანიშვილს არასდროს უნდოდა სააკაშვილის დაჭერა. უბრალოდ „თავზე დაეცა“, ფაქტის წინაშე დადგა. კაცი ბათუმში იყო, „სელფს“ იღებდა და სისტემა იძულებული იყო, ემოქმედა,“ – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …