მამუკა ხაზარაძე – ერთ წელიწადში მთელ საქართველოსთან ერთად ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას, როდესაც „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, ბიძინა ივანიშვილი კი იქნება მოსკოვში

ჩვენ ერთ წელიწადში თქვენთან ერთად, მთელ საქართველოსთან ერთად ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას. ეს გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც დამთავრებული იქნება მომავალი წლის არჩევნები და „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, კი იქნება მოსკოვში,- ამის შესახებ „ლელო- საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მ პარტიის მეორე ყრილობაზე განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველო „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში იღუპება უმუშევრობით, გაზრდილი ფასებით, ს მოქალაქეების შემოდინებით და საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ გადინებით.
„ქვეყანა, პრაქტიკულად, იღუპება უმუშევრობის გამო, იღუპება სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, უზარმაზარი ფასების გამო, ემიგრაციის გამო, ახალგაზრდების გადინების გამო, პენსიონერების გამო, რომლებიც ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძვიან და უამრავი სხვა პრობლემის გამო, რომლის შეჩერება კი არა, რომლის გაღვივება ხდება „ქართული ოცნების“ პირობებში იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს ჩვენს ქვეყანას, არ ემსახურება თითოეულ თქვენგან და არ ემსახურება ქართველ ხალხს. ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა“,- განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ემსახურება რუსეთის ინტერესებს.
„დიახ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს ამ ქვეყანაში და მინდა გითხრათ და გაგახსენოთ, რა გააკეთეს მათ იმისთვის, რომ ქვეყნის კურსი ასე შეცვლილიყო: ჩამოიყვანეს გავრილოვი და ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, იღებდნენ კანონს, რომ არა ჩვენი ახალგაზრდები, რომელიც განსხვავებული აზრის შეზღუდვას ემსახურებოდა და საერთოდ გადაკეტავდა ევროპულ პერსპექტივას. მინდა გითხრათ – რომ არა ჩვენი ახალგაზრდობა და სპონტანური გამოსვლა, ჩვენ დღეს კანდიდატის სტატუსი არ გვექნებოდა! შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის დაგეგმილი! ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილზე მაქვს საუბარი, რომელმაც ფული გააკეთა მოსკოვში, ასევე წამოიღო ინსტრუქცია თუ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოში. ჩვენ ნათლად ვხედავთ იმას, რაც ჩვენ თავს ხდება. ყველაზე მთავარი რაც „ქართულმა ოცნებამ“, თვალთმაქცურმა, მატყუარა პარტიამ, თავს მოგვახვია არის ის, რომ ფართოდ გაუხსნა რუსეთის შემოსევას საქართველოში გზა და კარი. ჩვენ პრაქტიკულად, რეალურად, დღეს ვართ ძალიან დიდი საშიშროების წინაშე, არ არსებობს არანაირი სავიზო რეჟიმი, რუსებმა დაიკავეს ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილები, რუსები ყიდულობენ ჩვენს მიწას, გახსნეს 26 ათასი სამუშაო ადგილი წელიწადნახევრის განმავლობაში, 2 მილიონმა ადამიანმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, 200 ათასზე მეტი საქართველოში ცხოვრობს და ამ დროს ჩვენი მოქალაქეები, 100 ათასი, მარტო შარშან გავიდა ქვეყნის გარეთ. 75 ათასი ახალგაზრდამ, 22-დან 29 წლამდე, დატოვა საქართველო. საქმე გვაქვს მიზანმიმართულ პოლიტიკასთან და ეს პოლიტიკა სანამ არ დამთავრდება, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვერასდროს ვერ იქნება სრულად თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა. ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ მომავალ წელს ვიზეიმოთ დიდი გამარჯვება ამ რუსულ ძალაზე“, – განაცხადა ხაზარაძემ.