არქივი2 ივნისი, 2026, 21:53
ლევან გოგიჩაიშვილი: რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ვნახეთ ერთ-ერთი დეპუტატის, თეა წულუკიანის სამარცხვინო გამოსვლა. პოლიციელებს ასეთი მოწოდებით მიმართა: ისე გალახეთ ხალხი, ვიდეოზე მაინც არ გადაგიღონო

ლევან გოგიჩაიშვილი:
რა ფუნქცია აქვს გენერალ-კოორდინატორ მდინარაძეს და მის უწყებას, რომელიც დღეს გვაჩვენეს?
სწორედ ეს ადამიანები მართავენ მათ მიერვე შექმნილ ტროლების ქარხნებსა და Fake გვერდებს, სადაც ყოველდღიურად, პირდაპირი მნიშვნელობით, მოქალაქეების შეურაცხყოფა მიმდინარეობს. სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა.
მთელი ეს სიძულვილის კორიანტელი, რაც ამ ქვეყანაშია დატრიალებული, თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნებიდან“ მოდის.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.