ლევანდოვსკის ჰეთ თრიკი 32 წუთში - "ბარსელონამ" "ალავესი" დაამარცხა [VIDEO]
![ლევანდოვსკის ჰეთ თრიკი 32 წუთში - "ბარსელონამ" "ალავესი" დაამარცხა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/10/3d0b65afe0044e6b823e165aa16bbb01-Lhl9ZB.jpeg)
ლა ლიგის მე-9 ტურში "ბარსელონა" "ალავესს" ესტუმრა და ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქით მეტოქე 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პოლონელმა სამი გოლის გატანა 32 წუთში მოახერხა.
მატჩი თავიდანვე "ბლაუგრანას" უპირატესობით დაიწყო და მე-7 წუთზე ვეტერანმა ფეხბურთელმა რაფინიას პასით საკუთარი გუნდი დააწინაურა. 22-ე წუთზე პოლონელმა კვლავ რაფინიას პასით ისარგებლა და მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, 32-ე წუთზე კი ერიკ გარსიას გადაცემით შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
შეგახსენებთ, "ბარსელონა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 24 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, ჰანსი ფლიკის გუნდი მორიგ მატჩს 20 ოქტომბერს "სევილიას" წინააღმდეგ
გამართავს.
"ალავესი" 10 ქულით მე-13 ადგილზეა და 18 ოქტომბერს "ვალიადოლიდს" შეხვდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.