დე ხეას გმირობები - "ფიორენტინამ" "მილანი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
![დე ხეას გმირობები - "ფიორენტინამ" "მილანი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/10/20ad704f0078f7db588926948697e458-yjjl4O.jpeg)
სერია A-ს მე-7 ტურში "ფიორენტიმა" "მილანი" დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
მე-7 წუთზე "იადონების" ფორვარდმა მოიზე კინმა პენალტი ვერ გამოიყენა, 35-ე წუთზე კი "როსონერიდან" "ფიორეში" განათხოვრებულმა იასინ ადლიმ ანგარიში გახსნა.
45+1 წუთზე "ფიორენტინას" კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ტეო ერნანდესის დარტყმული დავიდ დე ხეამ მოიგერია, 56-ე წუთზე ესპანელმა კარის დარაჯმა მეორე პენალტი მოიგერია. 4 წუთში კი კრისტიან პულიშიჩმა წონასწორობა აღადგინა.
73-ე წუთზე ალბერტ გუდმუნდსონმა "ფიორენტინა" წინ გაიყვანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, "ფიორენტინა" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-11 ადგილს იკავებს,
"იადონები" მორიგ მატჩს 20 ოქტომბერს "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავენ.
"მილანი" 11 ქულით მე-6 ადგილზეა, "როსონერი" 19 ოქტომბერს "უდინეზეს" დაუპირისპირდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.