18 წუთში 14 ქულა - მამუკელაშვილის კარგი მატჩი "ოკლაჰომასთან" [VIDEO]
![18 წუთში 14 ქულა - მამუკელაშვილის კარგი მატჩი "ოკლაჰომასთან" [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/10/e4b8fa11271fda316f153523dac50356-tru7OF.jpeg)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პრე-სეზონის პირველ მატჩში "სან ანტონიო სპურსი" "ოკლაჰომა სითი თანდერთან" 107:112 დამარცხდა.
"ტეხასელთა" რიგებში სანდრო მამუკელაშვილი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა. ქართველმა კალათბურთელმა 17:41 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ოკლაჰომას" კალათბურთელი აჯაი მიჩელი გახდა, ბელგიელმა 19 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.
"სპურსის" ლიდერსა და NBA-ის ამომავალ ვარსკვლავ ვიქტორ ვემბანიამას აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
"სან ანტონიო" პრე-სეზონის მორიგ მატჩს 10 ოქტომბერს, "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ გამართავს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.