ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია” – როთი

“ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია” – როთი

“საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია” – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი წერს.
შეგახსენებთ, “ოცნებამ” პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა – ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა. “ქართულმა ოცნებამ” ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს – ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს. ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად “ქართული ოცნებისგან” იყო დაკომპლექტებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.