რასა იუკნევიჩიანე – დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა, რაც მოხდა ფარსი იყო – ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია

საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა. რაც მოხდა ფარსი იყო, ისევე, როგორც რუსეთში, ბელარუსსა და სხვა ავტოკრატიულ სახელმწიფოებში. საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. ივანიშვილი სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას აგრძელებს“, – წერს რასა იუკნევიჩიანე.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში