ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს?

ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს?

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ალან პერსელთან. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საელჩოს ეკონომიკისა და კომერციის ოფიცერი ამირ ალავი.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები. საუბარი შეეხო ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯონათან ასკონასის ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაესვა საბაჟო დეპარტამენტის ეფექტურ მუშაობას და მხარეებს შორის თანამშრომლობას საქართველოს საბაჟო კონტროლის გამოცდილების გაზიარების კუთხით. ასევე, საუბარი შეეხო საერთაშორისო სანქციების ეფექტური აღსრულების მექანიზმებს საქართველოში და აღინიშნა ამ მხრივ საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაწეული ძალისხმევა.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რეგიონში გამავალი სატრანზიტო დერეფნების, მათ შორის, აშშ პრეზიდენტის ინიცირებულ TRIPP პროექტისა და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხებზე და საქართველოს როლზე ამ პროცესში.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშრომლობის შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.