აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
კერძოდ, საელჩოს თანახმად, დღეს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილა, სხვა საკითხებთან ერთად, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP).

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო