ანწუხელიძის წამება და მკვლელობა ახალი მომხდარი იყო და სააკაშვილი და მერაბიშვილი ხელგაშლილი ესაუბრებოდნენ რუს ტურისტებს და ბიზნესმენებს

მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს, მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას დამატებითი ეკონომიკური პრობლემები არ შეჰქმნოდა, მისცეს მარტივი დირექტივა, რომ სააკაშვილი უნდა დახვედროდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს ლარსის გამშვებ პუნქტზე, ახლა აქვთ განსხვავებული დავალება, იმიტომ რომ ახლა პირიქით, „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, უცხოური აგენტურა გამოიყენოს საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, მაშინ კონკრეტული ადამიანები გამოდიოდნენ ტექსტებით იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, მიესალმებოდნენ ამ ყველაფერს და დღეს ეს ადამიანები არიან დანიშნულები მთავარ რუსოფობებად საქართველოში.
„მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს. და მაშინ სააკაშვილს დავალებული ჰქონდა რუსებისთვის კარის გაღება, რუსი ტურისტებისთვის კარის გაღება, რომ დახვედროდა მათ ლარსის გამშვებ პუნქტზე და ა.შ. ეს იყო დავალება, ეს იყო მაშინ „დიფ სთეითის“ ხაზი. ერთ-ერთი მიზანი რა იყო – აგენტურა ჰყავდათ ხელისუფლებაში, მაშინ ისედაც უამრავი პრობლემა იყო 2008 წლის ომის შემდეგ, 2009 წლის ეკონომიკური ვარდნა და ა.შ. და მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას დამატებითი ეკონომიკური პრობლემები არ შეჰქმნოდა. აქედან გამომდინარე, მისცეს მარტივი დირექტივა, რომ სააკაშვილი უნდა დახვედროდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს ლარსის გამშვებ პუნქტზე. ახლა აქვთ განსხვავებული დავალება, იმიტომ რომ ახლა პირიქით, „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, უცხოური აგენტურა გამოიყენოს საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად. მაშინ იყო საპირისპირო ინტერესი, საპირისპირო მიზანი. „დიფ სთეითს“ უნდოდა, რომ არ შეჰქმნოდა დამატებითი ეკონომიკური სირთულეები მის აგენტურას, როცა ის იყო ხელისუფლებაში, ახლა „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, რომ საქართველოს შეექმნას თუნდაც მცირე ეკონომიკური სირთულეები. ამიტომ მაშინ მიიღო სხვა დავალება აგენტურამ და დღეს მიიღო სხვა.
სააკაშვილი მიესალმებოდა 2009-2010-2011 წლებში რუს ტურისტებს, როცა ერთი, ორი და სამი წლის მომხდარი იყო აგვისტოს ომი. როდესაც ახალი დაღუპულები იყვნენ ჩვენი სამხედროები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 30 000 ადამიანს დაატოვებინეს სახლ-კარი. ახალი მომხდარი იყო ეს ყველაფერი და ანწუხელიძის წამება და მკვლელობაც ახალი მომხდარი იყო და მაშინ ხელგაშლილი ესაუბრებოდა რუსებს, რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს სააკაშვილი და მერაბიშვილი. თქვენ იცით, ვინ არიან დღეს დანიშნული მთავარ რუსოფობებად გარედან უცხოურ აგენტურაში, ეს არის ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე ფორმულას დამფუძნებელი და მაშინ ეს ადამიანები გამოდიოდნენ პირდაპირ ტექსტებით იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, მიესალმებოდნენ ამ ყველაფერს. დღეს ეს ადამიანები არიან დანიშნულები მთავარ რუსოფობებად საქართველოში. ერთ-ერთი მათგანი, ფორმულას დამფუძნებელი რუსებზე ყიდის ბინას და თან რუსოფობად არის დანიშნული. ამ ყველაფრიდან ხომ ჩანს, რომ სინამდვილეში ესენი არიან უცხოელი აგენტები, რასაც დაავალებენ გარე ინტერესების მიხედვით, იმას გააკეთებენ,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული