ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ფარულავა - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართველების დაბრუნებას მხარი არ დაუჭირა „ოცნების“ მიერ მეგობრად წოდებულმა ჩინეთმა, რაც ლუსტრაციაა იმის, რომ ივანიშვილის პარტია არის მოღალატეთა პარტია

აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართველების დაბრუნებას მხარი დაუჭირა მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა „ოცნების“ მიერ მეგობრად წოდებულმა ჩინეთმა, რაც ლუსტრაციაა იმის, რომ ივანიშვილის პარტია არის მოღალატეთა პარტია , - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ.
ლაშა ფარულავას განცხადებით, ივანიშვილის პარტია არის მოღალატეთა პარტია, რომელიც ქვეყანას მიაქანებს რუსულ ორბიტაზე.
„გაეროში მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ხმა მისცა უფლებას, რომ ქართველები დაბრუნდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ამ რეზოლუციას ხმას არ აძლევს „ქართული ოცნების“ მიერ მეგობრად, ახალ სტრატეგიულ პარტნიორად წოდებული ჩინეთი, რაც არის კიდევ ერთი ლუსტრაცია იმისა, რომ ივანიშვილის პარტია არის მოღალატეთა პარტია, რომელიც ქვეყანას მიაქანებს რუსულ ორბიტაზე და ფაქტობრივად არის ჩვენი ეროვნული ამოცანების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.