ლაშა დარსალია – ამბასადორიალის შემდგომი პანელი უსაფრთხოების გარემოს ეხება – უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება აშშ-სა და ევროკავშირთან

შემდგომი პანელი ეხება იმ უსაფრთხოების გარემოს, რომელშიც საქართველო იმყოფება, აქედან გამომდინარე საქართველოს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, საქართველოს სამეზობლო პოლიტიკას და საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენს პოზიციონირებას. ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებთან, ამბასადორიალზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უსაფრთხოების გარემო უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ მნიშვნელოვნად შეცვლილია, რაც ერთი მხრივ გამოწვევებს და მეორე მხრივ, ახალ მოცემულობას უკავშირდება.
“რაც შეეხება თვითონ უსაფრთხოების გარემოს, მოგეხსენებათ, რომ რუსეთის აგრესიის შემდგომ უკრაინაში ჩვენი უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეცვლილია. ახალი გეოპოლიტიკური რეალობაა შექმნილი, რაც ერთი მხრივ, ახალ გამოწვევებს უკავშირდება და მეორე მხრივ, ახალი მოცემულობაა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, პირველ რიგში ეს არის – აშშ და ევროკავშირი, რომლის უკვე კანდიდატი ქვეყანაც ვართ. მათთან ურთიერთობას როგორც უსაფრთხოებია თვალსაზრისით, ასევე ყველა სხვა მიმართულებით. ამ მხრივ მომავალ წელს ძალიან ბევრი იქნება გასაკეთებელი, თუნდაც ახალი მოცემულობიდან გამომდინარე, როდესაც საქართველოს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი. ამ კუთხით, მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებითაც, მნიშვნელოვანია, თანამშრომლობის გაძლიერება ორივე სტრატეგიულ პარტნიორთან.
რაც შეეხება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, მთელი რიგი მოვლენები განვითარდა წელს, რაც ახალ რეალობასთან გვაკავშირებს უშუალოდ რეგიონში. ერთი მხრივ, ძალიან მაღალია დაძაბულობა, მეორე მხრივ, ახალი შესაძლებლობები ჩნდება რეგიონული თანამშრომლობისთვის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს სამეზობლო-სამშვიდობო კონტექსტშიც”, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ