პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალ სადგურებზე ტრენინგი გაიარეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალ სადგურებზე განთავსებული ანალიზატორების ფუნქციონერების შესახებ ტრენინგი გაიარეს.
ანალიზატორები თანამედროვე ხელსაწყოებს წარმოადგენს, რომელთა საშუალებითაც ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლის კონცენტრაციები იზომება.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, 2021 წლიდან მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება.
მნიშვნელოვანია, რომ, ამ მიმართულებით, პროექტის ფარგლებში, არაერთი ნაბიჯია გადადგმული, გაიხსნა 2 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი მონიტორინგის სადგური. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, ჯამში, 8 ავტომატური და 1 მობილური სადგურით გაფართოვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.