არქივი8 აგვისტო, 2024, 01:51
ლაშა გობაძე მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლაშა გობაძე (87 კგ) ბრინჯაოს მოპოვების შანსს ინარჩუნებს.
გობაძემ მერვედფინალში ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას სძლია, მეოთხედფინალში კი ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან დამარცხდა. ვინაიდან ნოვიკოვი ფინალში გავიდა, გობაძეს ასპარეზობის გაგრძელების შანსი მიეცა.
ის რეპეშაჟში 13:00 საათზე დანიის სახელით მოასპარეზე ტურპალ ბისულთანოვს დაეჭიდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში უნგრელ დავიდ ლოშონჩის შეხვდება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.