8 აგვისტოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან 2 სპორტსმენი იასპარეზებს
დღეს ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხ წონით კატეგორიაში არის წარმოდგენილი.
· გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ)
· ვლადიმერ გამყრელიძე (87 კგ)
· გივი მაჭარაშვილი (97კგ)
· გენო პეტრიაშვილი (125 კგ)
ჩვენი გუნდიდან პირველი პარიზის ოლიმპიურ ხალიჩაზე ვლადიმერ გამყრელიძე (87 კგ) გამოვა.
რაც შეეხება მეორე სპორტსმენს – როგორც იცით, ლაშა გობაძე ბრინჯაოს მოპოვების შანსს ინარჩუნებს.
ბულგარელი ნოვიკოვი 87კგ წონითი კატეგორიის ფინალში გავიდა, რითაც გობაძეს ასპარეზობის გაგრძელების შანსი მიეცა. რეპეშაჟში იგი ხვალ 13:00 საათზე დანიის სახელით მოასპარეზე ტურპალ ბისულთანოვს დაეჭიდება.
პარიზის ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საქართველოს პირველი არხი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.