ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ბუღაძე: უკრაინა შიშსაც ანადგურებს, არათუ მხოლოდ რუსეთს!

"უკრაინა რუსეთის სახით ებრძვის არა მხოლოდ კაცობრიობისთვის მტრულ ძალას, არამედ დიდ ფეიკს, სიყალბეს, რითაც რუსეთი ათწლეულებია და აგერ ბოლო წლებიც კი აშანტაჟებს და ზაფრავს მთელ მსოფლიოს, პირველ რიგში კი - დასავლეთს: რომ თითქოს ის უძლეველი და ირაციონალურია და თუ მეტისმეტად გაღიზიანდება - ბირთვულ იარაღსაც გამოიყენებენ… არადა, რისი გამომყენებელია კაცი, რომელიც კილომეტრიანი დისტანციით ეჯდა მაგიდას, ვინმეს კოვიდი რომ არ მიეტანა მისთვის… აგერ, მიიღო უკრაინამ ამ ფეიკ-იმპერიის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა და იარაღი და სულ რამდენიმე საათში დაარღვია რუსეთის დაცულობის უკიდეგანოდ ჰიპერბოლიზებული ილუზია. საოცარი ქვეყანაა უკრაინა!.. და პრინციპში მაინც როგორი მარტოა ამ ბოროტებასთან ბრძოლაში! უკრაინელები ხომ ჩვენც გვათავისუფლებენ ჩვენი წილი ხელოვნური ფობიებისგან ამ ხალტურა-სახელმწოფოს მიმართ… უკრაინა შიშსაც ანადგურებს, არათუ მხოლოდ რუსეთს!" - წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.