ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ბუღაძე: უამრავი მისი კოლეგა, ვისაც გზა გაუკვალა ამ ადამიანმა და ვარსკვლავებს შორის დააყენა აქ თუ მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე, ჯერაც დუმს...

ლაშა ბუღაძე: უამრავი მისი კოლეგა, ვისაც გზა გაუკვალა ამ ადამიანმა და ვარსკვლავებს შორის დააყენა აქ თუ მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე, ჯერაც დუმს...

მწერალი ლაშა ბუღაძე:

პაატა ბურჭულაძის დაკავებას მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები ეხმიანებიან და აქ კი მისი ერთი-ორი კოლეგის სოლიდარობის ტექსტიღა შემომხვდა. უამრავი მისი კოლეგა, ვისაც გზა გაუკვალა ამ ადამიანმა და ვარსკვლავებს შორის დააყენა აქ თუ მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე, ჯერაც დუმს... მადლობა გადაუხადეთ ან სოლიდარობის ზოგადი სიტყვები მაინც თქვით განსაცდელში აღმოჩენილი 70 წლის კაცის გასამხნევებლად! რა ქნა, რა დაიჯერა, სად შეცდა და რა გამოუვიდა, ერთია, მაგრამ საქართველოს და თქვენი უკეთესი მომავლისთვის რომ გაწირა თავი სხვებთან ერთად, ეს ხომ ფაქტია! ნუ დუმხართ! უმადურება გულისამრევია!

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.