ვისაც ეთაყვანები და ვისი ფოტოც კაბინეტში გაქვს გამოკრული, ნეტა ერთხელ მისი “ზეობის ხანაში” მოხვედრილიყავი “კაპეზეზე”, გემოზე დაგლეწავდნენ ძვლებში და მერე მიხვდებოდი, რომელი მთავრობაა “რეჟიმი” და რომელი – დემოკრატიული!

ვისაც ეთაყვანები და ვისი ფოტოც კაბინეტში გაქვს გამოკრული, ნეტა ერთხელ მისი “ზეობის ხანაში” მოხვედრილიყავი “კაპეზეზე”, გემოზე დაგლეწავდნენ ძვლებში და მერე მიხვდებოდი, რომელი მთავრობაა “რეჟიმი” და რომელი – დემოკრატიული!
“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ზაჰესის იზოლატორში ყოფნისას, არ ეგონა, თუ საგამოძიებო სისტემაში იმყოფებოდა, ვინაიდან, “მშვენივარად ექცეოდნენ არაფერი ზეწოლა არ ყოფილა.” ქადაგიძის თქმით, ვისაც ჩახუნაშვილი ეთაყვანება, მისი პრეზიდენტობის დროს რომ მოხვედრილიყო დროებითი მოთავსების იზოლატორში, “გემოზე დალეწავდნენ ძვლებში” და მერე მიხვდებოდა წინა და ახლანდელ მთავრობას შორის რეჟიმი რომელია. “ჩემო გიორგი, აი ვისაც ეთაყვანები და ვისი ფოტოც კაბინეტში გაქვს გამოკრული – მანიაკ სააკაშვილს ვგულისხმობ, ნეტა ერთხელ მისი “ზეობის ხანაში” მოხვედრილიყავი “კაპეზეზე”, გემოზე დაგლეწავდნენ ძვლებში და მერე მიხვდებოდი განსხვავებას რომელი მთავრობაა “რეჟიმი” და რომელი – დემოკრატიული!” – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს