არქივი31 ივლისი, 2024, 19:51
ლაშა ბექაური ფინალშია – ტატო მოსახლიშვილი დამატებით დროში დაამარცხა
ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ) ოლიმპიადის ფინალში გავიდა. 24 წლის ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილი დამატებით დროში დაამარცხა.
ბექაურმა იქამდე ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით, სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს კი იპონით მოუგო.
ფინალში ბექაური იაპონელ საშირო მურიოს დაუპირისპირდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.