ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არის პირველი ოქრო - ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი!

24 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ) ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
ბექაურმა ფინალში იაპონელი საშირო მურიო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ვაზარით 2:1 დაამარცხა. თავიდან ვაზარით ლაშას მეტოქე დაწინაურდა, თუმცა ქართველმა ბრძოლის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლო.
ლაშამ იაპონელს მეოთხედ სძლია, საქართველოს ნაკრები კი გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა.
ბექაურმა იქამდე ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით, სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს იპონით, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს კი დამატებით დროში მოუგო.
საქართველოს დელეგაციამ ოლიმპიადაზე მეორე მედალი მოიპოვა - ვერცხლის პრიზიორი გუშინ
ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.