ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ბექაური: ბებიაჩემი და დეიდაჩემი, რომლებიც ახლა ემიგრაციიდან დავაბრუნე, ისინი იქიდან გვინახავდნენ

ლაშა ბექაურმა გადაცემაში „ნოესთან“ საკუთარ ბავშვობასა და ოჯახზე ისაუბრა:

"იყო პერიოდი, როცა ოჯახში საჭმელიც კი არ გვქონია. ბებიაჩემი და დეიდაჩემი, რომლებიც ახლა ემიგრაციიდან დავაბრუნე, ისინი იქიდან გვინახავდნენ. ბებიაჩემი საბერძნეთში, ათენში მუშაობდა ბოლო 19 წელია.

პირობა მივეცი პატარა ასაკში, რომ ჩამოგიყვანთ-მეთქი და დღეს ავასრულე. ძალიან ემოციური იყო შეხვედრა ამდენი ხნის შემდეგ. ჩამოდიოდა ხოლმე ბებიაჩემი პერიოდულად, მაგრამ ორ წელზე მეტია არ მინახავს.

ბებიაჩემთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ყოველთვის გვინდოდა ერთად გვეცხოვრა“ – ამბობს ლაშა ბექაური.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.