ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ბაქრაძე „ევოლუშენის” საქმეზე - ჩვენი სოლიდარობა გაფიცულებს, ჩვენ მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია მოვიტანოთ ცვლილებები და უკეთესი ცხოვრების პირობები

რატომ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია? ევროკავშირში ყველაზე უკეთ არის დაცული მშრომელთა უფლებები, შრომითი უსაფრთხოება, უკეთესი შრომის კოდექსი და უკეთესი ანაზღაურება, - ამის შესახებ “ერთიანობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ “ევოლუშენის” საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, მთავრობა უტიფრად ატყუებს ხალხს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ ამ "ზრდას" უბრალო ადამიანი თავისი ჯიბით ვერ გრძნობს.
„ათასობით ახალგაზრდა ადამიანი გაიფიცა არაადამიანური სამუშაო პირობების გამო. სამორინე "ევოლუშენი" ახალგაზრდების ანტიჰუმანური ექსპლუატაციით არნახულ მოგებას იღებს, მაგრამ დასაქმებულთათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას არ აპირებს, რათა კიდევ უფრო გაზარდოს თავისი სარგებელი. დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანები ხშირად იძულებულნი არიან, ან ადამიანის ღირსების შემლახველ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში იმუშაონ, ან უცხოეთში ეძებონ დასაქმება. ჩვენს ქვეყანაში 29 წლის ასაკამდე ახალგაზრდების თითქმის მესამედი არც მუშაობს და არც სწავლობს. ამ დროს კი, მთავრობა უტიფრად ატყუებს ხალხს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა. მაგრამ ამ "ზრდას" უბრალო ადამიანი თავისი ჯიბით ვერ გრძნობს. პირიქით, ევროპისა და საერთოდ დასავლეთისათვის ზურგის შექცევა კიდევ უფრო გააღარიბებს ისედაც ღარიბ მოსახლეობას. რატომ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია? ევროკავშირში ყველაზე უკეთ არის დაცული მშრომელთა უფლებები, შრომითი უსაფრთხოება, უკეთესი შრომის კოდექსი და უკეთესი ანაზღაურება. ჩვენ გვინდა, დავაბრუნოთ შინ ადამიანები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, უცხოეთში ეძებნათ არსებობის საშუალება. ღირსეული სამუშაო პირობების შესაქმნელად კანონმდებლობის გაუმჯობესება ჩვენი პრიორიტეტი იქნება. ჩვენი სოლიდარობა გაფიცულებს, ჩვენ მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია მოვიტანოთ ცვლილებები და უკეთესი ცხოვრების პირობები!” - განაცხადა ბაქრაძემ.
ინფორმაციას პლატფორმა „ერთიანობა” ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.