არქივი29 ნოემბერი 2024, 03:21
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია - ის ევროპული მომავალი არ არის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია - ის ევროპული მომავალი არ არის, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"ქართველების 80%-ზე მეტი საკუთარი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს. ამის მისაღწევად სიტყვები საკმარისი არ არის, ქმედებები და რეფორმებია საჭირო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია - ის ევროპული მომავალი არ არის", - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.