ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოში საპროტესტო აქციის ჩახშობა, ასობით ადამიანის დაკავება და ცემა არ შეიძლება შედეგების გარეშე დარჩეს – მივიღეთ გადაწყვეტილება, დამნაშავეებს სანქციები დავუწესოთ

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, ბალტიის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქართველ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას არ აძლევენ.
„ბალტიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დააწესონ შემაკავებელი ზომები, ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მათ წინააღმდეგ ვინც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დარღვევებს სჩადის. მშვიდობიანი პროტესტის, საკუთარი აზრის გამოხატვისა და შეკრების უფლება არის ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური უფლებები. საპროტესტო აქციის ჩახშობა, ასობით ადამიანის დაკავება და ცემა არ შეიძლება შედეგების გარეშე დარჩეს. ასე რომ, მივიღებთ ზომებს, დამნაშავეებს ჩვენი ქვეყნების ტერიტორიაზე შემოსვლა ავუკრძალოთ“, – აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ.
შეგახსენებთ, მანამდე, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და მარგუს ცაჰკნამ დასანქცირებული პირების სია გამოაქვეყნეს. მათი ინფორმაციით, ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, ზვიად ხარაზიშვილს,მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა სირაძესა და თეიმურაზ კუპატაძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”