ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვითარება საქართველოში ძალიან საგანგაშოა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში ვითარება საგანგაშოა.
მისი თქმით, მინისტრ ილია დარჩიაშვილს უთხრა, რომ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს ძირს უთხრის.
"ვითარება საქართველოში ძალიან საგანგაშოა.
ლატვია გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს სამშაბათს ვუთხარი, უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს ძირს უთხრის", - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.