არქივი14 მაისი, 2024, 15:11
ლატვიის პრეზიდენტი - საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური აგენტების კანონი“ შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოური აგენტების კანონი” შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოური აგენტების კანონი” შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.
ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა გულწრფელი დისკუსიისთვის.
ამავდროულად, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას”, - წერს რინკევიჩსი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.