ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი: რუსი ტერორისტები აგრძელებენ მასიურ დაბომბვას, უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს დახმარება

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი უკრაინის ქალაქებზე რუსულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ომის და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინისთვის ყველა საჭირო სამხედრო და ფინანსური დახმარების მიწოდებაა.

„რუსი ტერორისტები აგრძელებენ უკრაინის ქალაქების მასიურ დაბომბვას. კიდევ ერთხელ - უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა სამხედრო და ფინანსური დახმარება ახლავე, ეს არის ერთადერთი გზა ომისა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების შესაჩერებლად. სრული სოლიდარობა უკრაინას ამ რთულ დროს!“, - აცხადებს ლატვიის პრეზიდენტი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.