ლატვიის თავდაცვის მინისტრი – ამჟამად, რუსეთის მიერ ნატო-ზე პირდაპირი სამხედრო თავდასხმა შეუძლებელია – რუსეთი უკრაინაშია გაჭედილი

ამჟამად, რუსეთის მიერ ნატო-ზე პირდაპირი სამხედრო თავდასხმა შეუძლებელია, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, რაივის მელნისმა განაცხადა.

ლატვიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მსგავსი დასკვნები მხოლოდ საზოგადოების დასამშვიდებლად არ კეთდება.

მისი თქმით, ფართომასშტაბიანი ოპერაციისთვის რუსეთს უკრაინიდან სამხედრო ძალების ბალტიისპირეთის ქვეყნებთან გადაყვანა მოუწევს, რასაც ნატო წინასწარ შეამჩნევს.

„რუსეთი უკრაინაშია გაჭედილი. უკრაინა წარმატებით ახორციელებს სამხედრო ოპერაციებს, ანადგურებს რუსეთის ლოგისტიკას და ზურგში მდებარე სამიზნეებს ურტყამს, რაც რუსეთს შემდგომი შეტევის განხორციელებაში ხელს უშლის“, – განაცხადა რაივის მელნისმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…