ლატვიელმა კალათბურთელმა დევის ბერტანსმა უარი თქვა იმ ოთხთა ტურნირზე თამაშზე, რომელსაც რუსული ბანკი VTB აფინანსებს

ლატვიელმა კალათბურთელმა დევის ბერტანსმა, რომელიც დუბაის საკალათბურთო გუნდის წევრია, უარი თქვა იმ ოთხთა ტურნირზე თამაშზე, რომელსაც რუსული ბანკი VTB აფინანსებს. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიაა
საუბარია ტურნირზე, რომელიც სექტემბერში სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში უნდა გაიმართოს ადგილობრივი “ცრვენა ცვეზდას”, დუბაის და რუსული კლუბების, “ცე-ეს-კას” და “ზენიტის” მონაწილეობით.
“იმის გათვალისწინებით თუ ვინ არის ამ ტურნირის ორგანიზატორი, მე არ შემიძლია მივიღო მონაწილეობა მსგავსი დასახელების გათამაშებაში, არ ვითამაშებ ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგაც კი”, – განაცხადა ბერტანსმა.
რუსული კულბები უკრაინაში ომის გამო ევროტურნირებზე ვერ მონაწილეობენ და ამის გამო ხშირად ეძებენ მსგავსი კერძო ტურნირის ტიპის საშუალებებს, რომ უცხოელ ოპონენტებთან თამაში მოახერხონ.
დევის ბერტანსი საკალათბურთო სამყაროში ცნობილი კაცია. ის 2016 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში NBA-ში თამაშობდა სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში. ამერიკაში მას ზედმეტსახელად “ლატვიელ ლაზერს” ეძახდნენ, რადგან გამოირჩეოდა სამქულიანების ზუსტი ტყორცნებით. 2024 წლიდან ბერტანსი დუბაის საკალათბურთო გუნდში გამოდის.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს