ლატვია იტყობინება თავის ტერიტორიაზე პირველი რუსული დრონის ჩამოვარდნის შესახებ

ლატვიაში პირველად ჩამოვარდა დრონი, რომელიც ნატოს წევრი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ბელარუსის ტერიტორიიდან შეფრინდა.
ინციდენტს მოხდა შაბათს, 7 სექტემბერს, რეზეკნენის მხარეში, იტყობინება ლატვიის თავდაცვის სამინისტრო. წინასწარი მონაცემებით, საქმე რუსულ აპარატს ეხება.
ლატვიელი სამხედროები და სპეცსამსახურები გამოძიებას აწარმოებენ. სამინისტროში აღნიშნეს, რომ მომხდარის შესახებ აცნობეს ნატოსსარდლობას, ლატვიის აღმოსავლეთ საზღვართან გააძლიერეს საჰაერო თავდაცვის ძალები. დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ედგარ რინკევიჩმა დაადასტურა ინფორმაცია უპილოტო საფრენი მოწყობილობის ჩამოვარდნის შესახებ და დასძინა, რომ მსგავსი ინციდენტების რიცხვი ნატოს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე იზრდება.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის განმავლობაში, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები 20-ზე მეტჯერ იქნა აღმოჩენილი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე, მათ შორის, რუმინეთში, პოლონეთსა და ბულგარეთში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.