ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლას ვეგასის ქართული სათვისტომო - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხალხის დარბევა და გააუქმოს ყველა უკანონო გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

ლას ვეგასის ქართული სათვისტომო - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხალხის დარბევა და გააუქმოს ყველა უკანონო გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

ლას ვეგასის ქართული სათვისტომო მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხალხის დარბევა და გააუქმოს „ყველა უკანონო გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“.
ამის შესახებ განცხადებას ლას ვეგასის ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი ირაკლი რუსია ავრცელებს.
„ჩვენ, ყველა გავერთიანდით, რათა მივაწვდინოთ ჩვენს სამშობლოს ჩვენი გულისტკივილი და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას.
ხელისუფლებამ ქვეყანა მოაქცია სრულ იზოლაციაში და 12 წელია ხალხს ატყუებს, რომ ევროინტეგრაციის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს ახლა კი სრულ იზოლაციაში აღმოჩნდით თქვენ და გადახვედით ყველა ზღვარს ჩვენი საამაყო მომავალი თაობის, ქალების, ჟურნალისტების დარბევაზე და დასახიჩრებაზე.
სასწრაფოდ შეწყვიტეთ ჩვენი ხალხის დარბევა და განადგურება და გააუქმეთ ყველა უკანონო გადაწყვეტილება რაც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, თორემ ვერ გადაურჩებით ქართველი ხალხის რისხვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.